თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წარმატებულად ფუნქციონირებს ზოგადი ქირურგიის განყოფილება

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წარმატებულად ფუნქციონირებს ზოგადი ქირურგიის განყოფილება, რომელიც მოიცავს ბევრ მიმართულებას მათ შორის ყველა სახის პროქტოლოგიურ დაავადებების მკურნალობას.

კლინიკის პროფესიონალთა გუნდი ახორციელებს:   ჰემოროიდული დაავადედების, იგივე ბუასილის კონსერვატიულ და ქირიურგიული მკურნალობას, სწორი ნაწლავის პოლიპების, ანალური ნახეთქების, ფისტულების, მწვავე პარაპროქტიტის, პილონიდური კისტის მკურნალობას. კლინიკას გააჩნია ამ დაავადებებთან ბრძოლის შესაბამისი აპარატურა და მკურნალობის მეთოდები.

კლინიკაში უახლოეს მომავალში იგეგემება სწორი ნაწლავის რთული ფისტულის ლაზერული მკურნალობის და რექტული ექოსკოპია. ეს საშუალებას იძლევა უფრო მარტივად და ნაკლებად ინვაზიურად მოხდეს პროქტოლოგიური პრობლემების მოგვარება.

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტრანსფუზიოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს თბილისის სახემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ქირურგიული დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი თეიმურაზ ივანიშვილი.  ის გახლავთ საქართელოს ქირურგთა ასოციაციის წევრი და ამასთანავე გერმანიის პროქტოლოგთა ასოციაციის წევრი. ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა მსოფლიოში აღიარებული უახლესი მკურნალობის მეთოდების ჩვენს კლინიკაში დანერგვას.

ბატონ თეიმურზ ივანიშვილთან კონსულტაციები მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით:

  • ზოგადი ქირურგია
  • პროქტოლოგია
  • ონკოლოგია
  • ტრანსფუზიოლოგია

 

მიღების დრო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით , 10:00 დან 17:00მდე