• კლინიკაში ტარდება ნებისმიერი გინეკოლოგიური ოპერაცია, ლაპარასკოპისა და ჰისტეროსკოპის გამოყენებით.
  • ოპერაციები ტარდება ბოლო თაობის ულტრათანამედროვე აპარატურის საშუალებით.
  • სამედიცინო პერსონალი დაკომპლექტებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებით და მაღალკვალიფიციური პერსონალით.
  • კლინიკის შიდა სტანდარტები და პროტოკოლები ეფუძნება WHO-ს (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) რეკომენდაციებს, მსოფლიოში აღიარებულ  გაიდლაინებსა და პროტოკოლებს.
  • სამშობიარო განყოფილებაში ყველა პირობაა შექმნილი დედისა და ბავშვის კომფორტისათვის.
  • ახალშობილის დაბადების პირველივე წუთიდან, სამშობიარო ბლოკში შექმნილია ოჯახური, მშვიდი და კომფორტული გარემო.
  • სამშობიარო სახლში პირველივე წუთიდან ხდება მელოგინის ემოციური წახალისება, რათა ბავშვი უზრუნველვყოთ ყველაზე მთავარით – ძუძუთი კვებით.
  • ნეონატოლოგიის სამსახური აღჭურვილია სათანადო აპარატურით, რათა  საჭიროებისას, დროულად და ადეკვატურად განხორციელდეს ახალშობილის პირველადი დახმარება და გამოსავალი იყოს კეთილსაიმედო.