ჩვენ შესახებ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, აკადემიური და ტექნიკური პერსონალის ძალისხმევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, 2015 წლის 25 მარტს დაარსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალტექნოლოგიური და მრავალპროფილიანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რომლის მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა სტუდენტთა განათლების დონის ამაღლება, მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება, კლინიკური გამოცდილების გაზიარება და მოსახლეობის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.