"საკვანძო კლინიკა მედიცინის განვითარებაში"


კახებერ ჭელიძე - პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიის და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
გასული დეკადის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ძვრებმა მნიშვნელოვნად დააზარალა მედიცინის ისეთი ფუნდამენტური დარგის სწავლების საკითხი, როგორიცაა შინაგანი მედიცინა. სასწავლო ბაზების არარსებობამ კატასტროფის წინაშე დააყენა შინაგანი მედიცინის და ზოგადად, მედიცინის სწავლებაც. ამდენად, გადაჭარბებული არ იქნება, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ამოქმედებას ჩვენი უნივერსიტეტის ეპოქალურ მოვლენად შევაფასებთ. თუ გავითვალისწინებთ თსსუ-ის მასშტაბებს და მის ლიდერულ პოზიციას უმაღლეს სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას საკვანძო როლი აკისრია ზოგადა ქართული მედიცინის განვითარების საქმეშიც.
კლინიკაში განთავსებულ დეპარტამენტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თერაპიისა და კარდიოლოიის დეპარტამენტს, რომელიც მოიცავს ინტენსიური თერაპიის, თერაპიის, კარდიოლოგიის და ინტერვენციული კარდიოლოგიის ქვეერთეულებს.
ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ დეპარტამენტის ადამიანური რესურსის  კლინიკური საქმიანობა განუყოფელია საგანმანათლებლო საქმიანობისგან, რაც დიპლომამდელი განათლების სტუდენტებს და რეზიდენტებს აძლევს კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბების უნიკალურ შანსს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge