სტუდენტების სტაჟირების პროგრამა

ყოველწლიურად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გადიან სტაჟირებას სხვადასხვა საუნივერსიტეტო კლინიკებში საზღვარგარეთ.
წელს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიწყო საზაფხულო სკოლა-სტაჟირების საპილოტე პროგრამა. პროგრამის მიზანია სტუდენტების მიერ პაციენტთან მუშაობის პრაქტიკული უნარჩვევების შეძენის და გაღრმავების, კლინიკაში სამედიცინო საქმიანობის პრინციპების და დაავადებათა მართვის თავისებურებების გაცნობა.
კლინიკაში ამ ეტაპბზე სტაჟირება დაიწყეს პოზმანანის და გდანსკის (პოლონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის, კოლოგნეს (გერმანია) უნივერსიტეტის და სასომხეთის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
აგვისტოდან კლინიკა ელოდება სტუდენტებს ზაპოროჟიეს (უკრაინა) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, ლუბლინის (პოლონეთი) სამედიცინო უნივეტსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 კურსის 55 სტუდენტს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მე-2, მე-3 კურსის 12 სტუდენტს და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსის 10 სტუდენტებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge