ექსტრა-ტრანსკრანიული ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია და ფერადად კარტირებული დუპლექს-სკენირება



პირველად საქართველოში -  ტკივილის მაქსიმალური შემცირება!!!
თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის განყოფილებაში თანამედროვე ტიპის გერმანული წარმოების უნიკალური "ეზონოს" ფირმის აპარატი დგას, რომელიც იძლევა მაღალხარისხიანი ვიზუალიზაციის პირობებში დაეხმაროს ანესთეზიოლოგს პერიფერიული ნერვული ბლოკადების ჩატარებაში ( სათანადო პროგრამის მეშვეობით), რაც მწვავე და ქრონიკული ტკივილის ეფექტური მკურნალობის გარანტიაა. კერძოდ:

  • ონკოლოგიური
  • ხერხემლის დაავადებების დროს
  • ქირურგიული ოპერაციებისთვის
  • სახსრების არეში არსებული ტკივილებისთვის


მაშინ როცა პაციენტი გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება.

გააჩნია LED ეკრანი, რომელიც შესაძლებელია დამუშავდეს სტერილურად, აქვს მუდმივი განახლებადი CUE CARDS, რაც მანიპულაციების ათვისებისათვის უნიკალური შესაძლეობას იძლევა. ფაქტობრივად წარმოადგენს სახელმძღვანელოს ფოტო, ვიდეო და ტექსტობრივი მასალით. აქვს დიდი მოცულობის მეხსიერება, რაც შესაძლებლობას იძლევა, შენახულ იქნას 240 000 და 4 სთ უწყვეტი ვიდეო. ყოველივე ეს გამოსახულების მაღალ ხარისხთან ერთად ამ აპარატის უნიკალურს ხდის ანესთეზიოლოგიისთვის.





სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტში ფუნქციონირებს:


  • კინეზოთერაპიის დარბაზი
  • ფიზიოთერაპიის კაბინეტი
  • ხერხემლის ტრაქციული დაჭიმვის კაბინეტი
  • პრესოთერაპიის კაბინეტი
  • სპორტული მასაჟი

 

კინეზოთერაპიის დარბაზი აღჭურვილია მრავალფუნქციური ტრენაჟორებით, სადაც ყველა პირობა არის შექმნილი სამკურნალო ფიზიკური დატვირთვებისათვის, სამკურნალო ვარჯიშებისათვის, რომლებიც ტარდება სხვადასხვა პათოლოგიების დროს. პროცედურებს ატარებენ მრავალწლიანი სტაჟის მქონე ფიზიატრისტები, ყოფილი მეთოდისტები ექიმი–რეაბილიტოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. აქვე ფუნქციონირებს სამასაჟო კაბინეტი, სადაც კეთდება როგორც საერთო გამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო მასაჟი.

ფიზიოთერაპიული კაბინეტი აღჭურვილია თანამედროვე უახლესი ტიპის აპარატურით. პაციენტებს უტარდებათ მკურნალობა სხვადასხვა ფიზიოთერაპიული მეთოდით: ელექტროთერაპია, ელექტრომაგნიტოთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ფოტოთერაპია, თერმოთერაპია, ჰიდროთერაპია, აეროზოლოთერაპია



თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხორციელდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების ამბულატორიული მიღება და სტაციონარული მკურნალობა.

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულება დაკომპლექტებულია მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ექიმი სპეციალისტებით, რომლებიც პაციენტებს სთავაზობენ მაღალკვალიფიციურ კვლევასა და მკურნალობას.

 



სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია ექიმი სპეციალისტებით, რაც იძლევა 24  საათის განმავლობაში სასწრაფო-გადაუდებელი ოპერაციების წარმოების საშუალებას. სისძარღვთა ქირურგიასა და მიკროქირურგიაში.

 

ურგენტული (გადაუდებელი):

 

• ოპერაციები სასიცოცხლო ჩვენებით მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანების დროს-არტერიორაფია, არტერიის დეფექტის ჩანაცვლება აუტოვენური ჩანართით ან სინთეზური პროთეზით, ვენორაფია;

• მწვავე არტერიული გაუალობის გამო-ემბოლექტომია, თრომბექტომია;

• ოპერაციები ზემო და ქვემო კიდურებზე შერწყმული ტრავმების,მყესების,ნერვების,სისხლძარღვების და რბილი ქსოვილების დაზიანების დროს-მყესის ნაკერი, პლასტიკა,კიდურებზე მოტეხილი ძვლების ფიქსაცია სხვადასხვა მეთოდით და ოსტეოპლასტიკა;

• კიდურების სხვადასხვა სეგმენტების ამპუტაციების დროს-რეპლანტაციები.

 

გეგმიური:

 

• კიდურების არტერიების მაობლიტირებელი დავადებების დროს შუნტირება და პროთეზირება;

• ნამდვილი და ცრუ ანევრიზმების დროს აღდგენითი  ოპერაციები;

• ვენექტომია სხვადასხვა წესით ვარიკოზული დაავადების დროს;

• მიკროქირურგიული ოპერაციები მტევნის ნერვულ-სისხლძარღვოვანი და მყესოვანი სტრუქტურების დაზიანების დროს;

• დიაბეტური ტერფის მკურნალობა;

• ნერვულ-სისხლძარღვოვანი კონასთან ახლოს მდებარე სიმსივნური წარმონაქმნებზე ოპერაციული მკურნალობა.

• სკლეროთერაპიას (კანქვეშა მაგისტრალური ვენების შენაკადების, პერფორანტული ვენების)

 

 

 

 

კლინიკაში ტარდება ნებისმიერი გინეკოლოგიური ოპერაცია, ლაპარასკოპისა და ჰისტეროსკოპის გამოყენებით.  ოპერაციები ტარდება ბოლო თაობის ულტრათანამედროვე აპარატურის საშუალებით.
სამშობიარო განყოფილებაში ყველა პირობაა შექმნილი დედისა და ბავშვის კომფორტისათვის. ახალშობილის დაბადების პირველივე წუთებიდანვე  სამშობიარო ბლოკში შექმნილია ოჯახური, მშვიდი და კომფორტული გარემო.

21-ე საუკუნის ენდოკრინოლოგია წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე მზარდ  სამეცნიერო მიმართულებას მსოფლიოში, რაც გულისხმობს მთელი რიგი  ახალი დაავადებებისა და სინდრომების ვერიფიცირებას, უკვე ცნობილი დაავადებების ეტიოლოგიური ფაქტორების დადგენას, ჰორმონებისა თუ სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების აღმოჩენას.

 

ასეთი სწრაფად მზარდი დარგის მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ ენდოკრინოლოგების უწყვეტი განვითარებით და მაღალტექნოლოგიური  სადიაგნოსტიკო- ლაბორატორიული აღჭურვილობით, ამ სამეცნიერო დარგში უახლესი მეთოდების დანერგვით.  ერთი ფრაზით რომ ვთქვათ, საჭიროა საუნივერსიტეტო დონე, რომ პაციენტთა მკურნალობა ეფექტურად, თანამედროვედ და მაღალპროფესიონალურად წარიმართოს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა სწორედ ამ საუნივერსიტეტო დონეს უზრუნველყოფს. მის ბაზაზე არსებული ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტი სრულად პასუხობს თანამედროვე ენდოკრინოლოგიის გამოწვევებს.  აქ შესაძლებელია ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებასა და კონსერვატიულ/ქირურგიულ მკურნალობა,   როგორიცაა:



  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • ფარისებრახლო ჯირკვლის და ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევებით მიმდინარე დაავადებები ( ოსტეოპოროზი )
  • ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის დაავადებები
  • ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის ენდოკრინული დარღვევებით მიმდინარე დაავადებები


 

პროქტოლოგიურ პაციენტს ესაჭიროება  სწორი და მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევა.

კლინიკის პროქტოლოგიის მიმართულებაში  ტარდება  ჰემოროიდული (ბუასილის) კვანძების ლიგაცია ლატექსური რგოლებით, სკლეროთერაპია  სხვადასხვა საინექციო ხსნარებით.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge