დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს
დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:
1. „ასთმის, როგორც ქრონიკული დაავადების, ზეგავლენა პაციენტის და მისი ოჯახის
ცხოვრების ხარისხზე“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. ივანე ჩხაიძე
2. „ელექტრული დენით დაზიანების ექსპერტიზა“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. რუსუდან ბერიაშვილი
3. „მეტაბოლური სინდრომით დაავადებულთა გულის რემოდელირების
თავისებურებები“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. ალექსანდრე ქისტაური
4. „თავის ტვინის აღმასრულებელი ფუნქციის შეფასება ინსულტის მწვავე სტადიაში და
მისი მონიტორინგი პოსტინსულტურ პერიოდში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. მარინა ჯანელიძე
5. „ანემიის, ანთების და ჰემორეოლოგიური პარამეტრების დინამიკა კუჭის კიბოთი
დაავადებულ პაციენტებში ოპერაციის შემდგომ პერიოდში სპლენექტომიით და მის
გარეშე“
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოც. პროფ. ნუგზარ ნარსია,
პროფ. ალექსანდრე ცალუღელაშვილი
6. „Helicobacter Pylori CagA ფაქტორის როლი გასტროენტეროლოგიური და გულის
იშემიური დაავადებების განვითარებისა და გართულებების პროცესში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფ. ნონა კაკაურიძე
კონკურსი მოიცავს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,
ბ) გამოცდას სპეციალობაში (ტესტირება, გასაუბრება) და უცხოურ ენაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი
საბუთები:

1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა) (ივსება ადგილზე);
3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებიდან;
4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით
(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6. პირადობის მოწმობის ასლი;
7. CV ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული
ბეჭდით);
8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.
საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 17 აპრილიდან 17 მაისის ჩათვლით თბილისის
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, სამეცნიერო
მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში,
ყოველდღე (შაბათ–კვირის გარდა) 10:00–დან 17:00სთ–მდე (შესვენება 13:15–დან 14:00 სთ–მდე).

მისამართი: თბილისი, ვაჟა–ფშაველას 33, VIII სართული, ოთახი № 817.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და
დოქტორანტურის სამსახურს (ტელ.: 254 24 66, ოთახი № 817).

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge