Erasmus + პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი ტულუზის პოლ საბატიეს უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის

Erasmus + პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი ტულუზის პოლ საბატიეს უნივერსიტეტში 2018  გაზაფხულის სემესტრისთვის სრული დაფინანსებით.
უნივერსიტეტებს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მიღებული აქვს ევროკავშირის გრანტი 4 ადგილზე  მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნები:
1. ინგლისური ენის  კარგი ცოდნა.
2. CV და სამოტივაციო წერილი.
საბუთები უნდა წარმოადგინოთ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ერაზმუს + ინსტიტუციურ კოორდინატორ  ნინო კანდელაკთან
არაუგვიანეს ა.წ. 5 აპრილისა  შემდეგ ელ.ფოსტაზე:nkandelaki@hotmail.com

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge