თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მიმართულებების საყურადღებოდ



თსსუ-ის  პირველი  საუნივერსიტეტო  კლინიკის კლინიკური მიმართულებების საყურადღებოდ.
თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით  2018 წელს (ზუსტი თარიღი მოგვიანებით დადგინდება)  კლინიკის  დაარსებიდან პირველად ჩატარდება საერთო კლინიკური სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ კლინიკაში დასაქმებულ თსსუ-ის აკადემიურ  და ასევე კლინიკის სამედიცინო პერსონალს.
კონფერენციის მიზანია საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალის მიერ შესრულებული შრომების  განხილვა და მათი სამომავლო მნიშვნელობის შეფასება კონკრეტული კლინიკური მიმართულებისათვის.
კონფერენციის მონაწილეთათვის გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
გთხოვთ, 2018 წლის 10 მაისამდე წარმოადგინოთ თქვენი უკვე   დასრულებული შრომის  სახელწოდება (მოკლე ანოტაცია).


პატივისცემით,
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge