2018 წლის 3-4 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია პოზნანის (პოლონეთი) სამედიცინო
უნივერსიტეტის კლინიკური იმუნოლოგიის და პათოლოგიის პროფსორი გჟეგოჟ
დვორაცკი, რომელმაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
წაიკითხა ლექციები:
• თანდაყოლილი და შეძენილი იმუნიტეტი-რატომ გამოვლინდა იმუნური პასუხის ასეთი დივერსიფიკაცია ევოლუციის პერიოდიში?
• რა არის MHC ანტიგენები და აქვს თუ არა მგზნებარე კოცნას გავლენა ჩვენი იმუნიტეტის შექმნაში?
• სიმსივნის იმუნოლოგია - არის თუ არა სიმსივნე იმუნური სისტემის უკმარისობის ნიშანი?
• როგორ შევინარჩუნოთ იმუნური სისტემის კარგად ფუნქციონირება-აქვს თუ არა მნიშვნელობა ცხოვრების სტილს?