კონფერენცია "მსოფლიო თამბაქოს გარეშე"


ყოველწლიურად, 31 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორი ორგანიზაციები აღნიშნავენ დღეს „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“.
ამ დღესთან დაკავშირებით 2018 წლის 30 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიებს და თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეულ მავნე შედეგებს.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ:
თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ც. გუგავა, თემა: „საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიები“.
თსსუ-ის ფტიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი კახა ვაჭარაძე, თემა: "ჩამპიქსი - ახალი შესაძლებლობა მოწევის თავის დასანებებლად".
თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი მედიცინის აკადემიური დოქტორი ზ. ნონიკაშვილი, თემა: „ნიკოტინური ანგიოპათიები“.
საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინული ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე პროფესორი რ. ყურაშვილი, თემა: „თამბაქოს გავლენა ენდოკრინულ მეტაბოლურ პათოლოგიაზე“

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge