რუმინეთის ტირგუ-მურეშის მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ესტუმრა

2018 წლის 4 ივლისს, თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ტირგუ-მურეშის მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტის (რუმინეთი) რექტორი პროფესორი ლეონარდ აზამფირეი და ვიცე-რექტორი პროფესორი ანჟელა ბორდა ეწვივნენ.

სტუმრებს თსსუ-ს ვიცე რექტორმა, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის  მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ უმასპინძლა. მათ კლინიკა დაათვალიერეს და დეპარტამენტების ხელმძღვანელებსაც გაესაუბრნენ.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა ორმხრივად ნაყოფიერი აღმოჩნდა. მათ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge