თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორია

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის  ლაბორატორიამ  აშშ-ს CDC-ის  და ვოლტერ რიდის წარმომადგენელ ექსპერტების მონაწილეობით გაიარა  რამდენიმე   შემოწმება საერთაშორისო სტანდარტებთან  შესაბამისობის თვალსაზრისით. ფასდებოდა ლაბორატორიის აღჭურვილობა, მუშაობის სტილი: პრეანალიტიკა, ანალიტიკა, პოსტანალიტიკა, შიდა და გარე ხარისხის კონტროლის შედეგები. 2015 წლიდან დაწყებული არაერთი შემოწმების წარმატებით გავლის  შემდეგ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის  ლაბორატორია    2017 წლიდან ბაქტერიოლოგიური მიმართულების კვლევებით გახდა  კოლაბორანტი ამერიკის ატლანტის CDC , NCDC-ის  და ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ლაბორატორიის ანტიმიკრობული რეზისტენტობის და ჰოსპიტალში შეძენილი ინფექციების ზედამხედველობის პროგრამაშის ფარგლებში. აღნიშნული  ურთიერთთანამშრომლობის  შესახებ  გაფორმებულია  მემორანდუმი რომელსაც კლინიკის მხრიდან ხელმოწერით ადასტურებენ კლინიკური დირექტორი და ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მათი მხრიდან კონტროლდება სამუშაო პროცესების სწორი რეალიზება   ხელშეკრულების პირობების  მიხედვით. მემორანდუმის შესაბამისად  ლუგარის ლაბორატორიაში ვოლტერ რიდის კვლევითი ლაბორატორიის წარმომადგენლებმა  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის  ლაბორატორიის თანამშრომლებს 2018 წლის მარტის თვეში ჩაუტარეს  სამდღიანი ლაბორატორიული ტრეინინგი ნიადაგის ჩამოსხმის და ანტიბიოტიკომგრძნობელობის განსაზღვრის ნაწილში და ხოლო ამა წლის 27-29 ივლისს ტრეინინგები ჩატარდა  პირველი საუნივერსიტეტის კლინიკის   ლაბორატორიაში    კლინიკური მიკრობიოლოგის მაიორი ნ. ლატიფის( USAMRD-G )და აღნიშნული კვლევის წამყვანი მკვლევარის მიკრობიოლოგის ნ.ტრაპაიძის მეთვალყურეობით.ტრეინინგის შედეგებით ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ მომზადებულმა ბაქტერიოლოგიურმა ნიადაგებმა დააკმაყოფილა საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. გრძელდება ურთიერთანამშრომლობა.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge