წარმატებული ტრანსფუზიული თერაპიის შემთხვევა

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

ტრანსფუზიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი

ასისტენტ-პროფესორი თეიმურაზ ივანიშვილი


პაციენტი
.გ., 63 წლის, 2018 წლის 17 იანვარს მოთავსდა კლინიკაში როგორც სასწრაფო შემთხვევა, უგონო მდგომარეობაში, არტერიული წნევა  70/0 mmHg, სუნთქვა ზერელე 32/წთ., პულსი  - 157წთ., ძაფისებური.

კვლევების შედეგად პაციენტს დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი: ძირითადი დაავადება - მარცხენა თეძოს საერთო არტერიის ანევრიზმის რუპტურა; მწვავე პერიტონიტი; თეძოს ნაწლავის დისტალური ნაწილის, დასწვრივი კონლინჯის და სიგმური ნაწლავის ნეკროზი პერფორაციით; ძირითადი დაავადების გართულება - ჰიპოვოლემიური შოკი, პოსტჰემორაგიული ანემია, ორმხრივი ენდობროქნიტი, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმელების მწვავე უკმარისობაანურია, 12–გოჯა ნაწლავის მწვავე წყლული გართულებეული სისხლდენით, სეფსისი, სეპტიური შოკი, რეტროპერიტონიული სივრცის და თეძოს შიდა ფოსოს ჰემატომა, ჰემოლიზურურემიული სინდრომი, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, კომა.

ავადმყოფს შემოსვლისთანავე ჩაუტარდა ოპერაცია: მარცხენამხრივი აორტოთეძოს არტერიის შუნტირება (ხელოვნური პროტეზით). ჰემატომის ევაკუაცია, თეძოს ნაწალავის ნეკროზული უბნის რეზექცია, მარცხენამხრივი ჰემიკოლექტომია, ილეო- და ტრანსვრზოსტომია. დაეწყო ერითროციტული მასის და კრიოპლაზმის მასიური ტრანსფუზია.

მთლიანობაში ოპერაციის მსვლელობისას და პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტის სისხლის დანაკარგმა შეადგინა  დაახლოებით 4.5 ლიტრი. ამრიგად პაციენტი იმყოფებოდა მე-4 ხარისხის პოსტჰემორაგიული შოკის მდგომარეობაში.

პაციენტს მკურნალობის პერიოდში სულ გადასხმული აქვს ერითროციტული მასის 35 დოზა (11.150), .. 48 დოზა (სულ 10.5). ორივე კომპონენტი ერთად შეადგენს 21.550 ., სულ ჩატარებულია 83 (!) ტრანსფუზია.

2018 წლის 19 აპრილს ავადმყოფი გაეწერა კლინიკიდან გაუმჯობესებულ მდგომარეობაში.  ამჟამად იმყოფება ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ სწორად არჩეული ტაქტიკის საფუძველზე ტრანსფუზიები ძირითადად მიმდინარეობდა ჰემოდიალიზის დროს და ერითროციტული მასის და კრიოპლაზმის გადასხმა ხორციელდებოდა დიალიზის აპარატის ფილტრების გავლით.

შედეგად მიუხედავად მრავალჯერადი და მასიური  ტრანსფუზიისა, არც ერთ შემთხვევაში არ იყო დაფიქსირებული პოსტტრანსფუზიული რეაქცია და თავიდან აცილებულ იქნა პოსტტრასნფუზიული გართულებები.

მსგავსი შემთხვევა ბოლო პერიოდის სამედიცინო ლიტერატურაში (სახელმძღვანელოები, მონოგრაფები, პერიოდიკა) მოძიებული ვერ იქნა.



 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge