საქველმოქმედო აქცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის

2018 წლის 28-29 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და ორგანიზაცია “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი” შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო საქველმოქმედო აქცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.


 

აქციის ფარგლებში ჩატარდა მოსახლეობის უფასო სამედიცინო შემოწმება, სულ ექიმ-სპეციალისტებთან განხორციელდა 2000-ზე მეტი ვიზიტი, პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში დაენიშნათ და ჩაუტარდათ ინსტრუმენტული კვლევები (ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა).

აქციაში მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შემდეგმა მიმართულებებმა:

- თერაპია;

- კარდიოლოგია;

- ონკოლოგია (მამოლოგია);

- ნევროლოგია;

- უროლოგია;

- ენდოკრინოლოგია;

- ოფთალმოლოგია;

- ოტორინოლარინგოლოგია;

- სისხლძარღვთა ქირურგია;

- ალერგოლოგია;

- შინაგანი მედიცინა (გასტროენტეროლოგია);

- გინეკოლოგია;

- ყბა-სახის ქირურგია;

- რადიოლოგია;

- ანგიოქირურგია;

- პროქტოლოგია;

- ალერგოლოგია;

- ქირურგია.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge