უცხოელი პროფესორების ვიზიტი თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით 18-19 სექტემბერს თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ უცხოელი პროფესორები.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს შეხვდა თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი და ზოგადი ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ნოდარ ლომიძე.

 

სტუმრებმა დაათვალიერეს კლინიკის სხვადასხვა მიმართულებები: გადაუდებელი მედიცინის მიმართულება, რეანიმაცია, ლაბორატორია, ნევროლოგია, უროლოგია, ზოგადი ქირურგია, რადიოლოგია და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა. სტუმრები გაეცნენ არსებული დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკასა.

კლინიკის დათვალიერების შემდგომ, პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის საკონფერენციო დარბაზში გერმანელმა პროფესორებმა წაიკითეს ლექციები თსსუ-ის ქართულ და უცხოენოვანი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის:

- “ ვარიკოზი და ვენური თრონბოზი, ანევრიზმა” - პროფ. ჰეინრიხ შტიგლერი, თსსუის საპატიო დოქტორი, კაუფბოირენის ზოგადი, ვისცერული და სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკის დირექტორი, ემერიტუსი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (LMU- Munchen) აკადემიური ბაზა (გერმანია);

- “საყლაპავის თიაქარი” - პროფ. რაინჰოლდ ლანგი, თსსუის საპატიო დოქტორი, ვაილჰაიმის ქირურგიული კლინიკის დირექტორი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TU- Munchen) აკადემიური ბაზა (გერმანია)

- “დიაბეტის მართვის თანამედროვე ასპექტები” - პროფ. კლაუს გეორგ პარჰოფერი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, გროსჰადერნის თერაპიული კლინიკის ვიცედირექტორი, ენდოკრინოლოგიის მიმართულების ხელძღვანელი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (LMU- Munchen ) ცენტრალური კლინიკური ბაზა (გერმანია);

- “ ნაწლავის ქრონიკული იშემია/ნაწლავის კლაუდიზაცია” - პრივატდოცენტი, თსსუის საპატიო დოქტორი, გიორგიოს მაიმარაკის ლანდსჰუტის კლინიკის მთავარი ექიმის მოადგილე, სისხლძარვთა ქირურგიის დეპარტამენტის დირექტორი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (LMU- Munchen) აკადემიური ბაზა (გერმანია);

- ანტიკოაგულაციური მკურნალობის პერიოპერაციული მართვა და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები” - პროფ. გიორგი გრიგოლია. თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი ექიმი (გერმანია);

- “ჰემოდინამიკური ცვლილებები გულის მანკის დროს” - (გერმანია);პრივატ-დოცენტი ფლორიან ვაის, თსსუის საპატიო დოქტორი, ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის მთავარი ექიმი, ანესთეზიის და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (LMU- Munchen) აკადემიური ბაზა (გერმანია);

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge