უკრაინული დელეგაციის ვიზიტი

2018 წლის 24 სექტემბერს თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ოფიციალური ვიზიტით უკრაინელი ექიმების დელეგაცია ესტუმრა.


 

სტუმრებს შეხვდნენ  თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი კოხრეიძე და თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი.
30 სტუმრით დაკომპლექტებული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უკრაინაში მოქმედი სხვადასხვა კლინიკების ხელმძღვანელები, ექიმი  მეან-გინეკოლოგები,  გადაუდებელი მედიცინის ექიმები, რადიოლოგები, ანესთეზიოლოგები.  სტუმრებმა დაათვალიერეს და  გაეცნენ მეან-გინეკოლოგიის, გადაუდებელი მედიცინისა და რადიოლოგიის დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკასა და მდგომარეობას.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge