"ვარდისფერი ოქტომბრის" ღონისძიება

2018 წლის 15 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ძუძუს კიბოსთნ ბრძოლის საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, რომელსაც მსოფლიო “ვარდისფერი ოქტომბრის” სახელით აღნიშნავს (pink october) გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით “ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო.”




საჯარო ლექციას  “ძუძუს ონკოპლასტიკური ქირურგია - თანამედროვე მიღწევების”  შესახებ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე წაიკითხავს. ლექციის შემდგომ გაიმართება დისკუსია.
ღონისძიების მთავარი მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, კერძოდ, კი ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგის საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
მის: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, მე-III კორპუსი,
მე-III სართული, “თეატრალური დარბაზი”.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge