პიზის უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექციები თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს   Erasmus + KA 107 საერთაშორისო კრედიტმობილობის ფარგლებში ეწვია პიზის უნივერსიტეტის ქირურგიის, პათოლოგიის, მოლეკულური დაავადებებისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის მკვლევარი, პროფესორი კიარა პოზარელი (Chiara Posareli, University of Pisa), რომელმაც თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წაიკითხა საჯარო ლექციები სტუდენტებისთვის და რეზიდენტებისთვის.

ლექციები
• „როგორ ვუმკურნალოთ გლაუკომას? გლაუკომის მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული მკურნალობა“.
ლექციებზე განხილულ იქნა თანამედროვე ქირურგიული მიდგომები.
•  "გლაუკომის ქირურგიის სუპრაცილიარული მეთოდები."
• “გლაუკომის ციკლოდესტრუქციული პროცედურები“
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესორ კიარა პოზარელსა და თვალის სნეულებათა დეპარტამენტს შორის, სადაც მხარეებმა ისაუბრეს გლაუკომის მკურნალობის თანამედროვე ასპექტებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge