თსსუ-ის დასაქმების ფორუმი 2018

2018 წლის 16 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან  და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის  სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა რიგით მეორე - „თსსუ-ის დასაქმების ფორუმი 2018“.
ფორუმში ჩართული იყო საქართველოში მოქმედი წამყვანი ჰოსპიტალური გაერთიანებები,  სადაზღვევო კომპანიები, ფარმაცევტული ჯგუფები, კერძო კლინიკები და თსსუ - ის საუნივერსიტეტო კლინიკები.
ღონისძიების   ფარგლებში  კომპანიებისა და დაწესებულებების  ადამიანური  რესურსების  მართვის  დეპარტამენტებს წარმოდგენილი  ჰქონდათ  ვაკანსიები, სადაც  თსსუ–ის  სტუდენტებმა, რეზიდენტებმა, მაგისტრებმა   და  კურსდამთავრებულებმა გაირეს გასაუბრებები და   წარადგინეს  რეზიუმეები (CV).
ფორუმის მთავარი მიზანი დასაქმების ხელშეწყობა და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების წარმოებაა, ვინაიდან სტუდენტებისა თუ კურსდამთავრებულებისთვის მნიშვნელოვანია კარიერული განვითარება, ხოლო კომპანიებისთვის მათთან წარმატებული კადრების დასაქმება.
„თსსუ-ის დასაქმების ფორუმი“ პერმანენტულ ხასიათს ატარებს და  ყოველ სასწავლო სემესტრში ერთხელ განხორციელდება.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge