სიახლეები
2017 წლის 15 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას „ ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი“ შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისთვის.
2017 წლის  6 ივლისს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა გიორგი აბესაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა,
2017 წლის 26 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ორგანიზაციას  „ ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი“ შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სამედიცინო პერსონალმა ქ.ხაშურში ჩაატარეს საქველმოქმედო აქცია.
2017 წლის 13 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისა და ორგანიზაცია „ ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის“ ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო აქცია გურჯაანის რაიონის მოსახლეობისთვის.

2017 წლის 28 მარტს თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა კონფერენცია ნეიროქირურგიაში.

2017 წლის 18 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ესტუმრა ოკანის (თურქეთი) საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ალპერ ტუნგა დემირარსლანი და სხვადასხვა მიმართულების თურქი პროფესორები.
2017 წლის 27 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მოწვევით ნეიროქირურგებმა პროფესორმა იოჰანეს შრამმა ბონის უნივერსიტეტიდან (გერმანია) და პროფესორმა სალიჰმურატ იმერმა ოკანის საუნივერსიტეტო კლინიკიდან (თურქეთი), კლინიკის ნეიროქირურგიის და ნევროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელებთან ერთად ერთობლივად ჩაატარეს უფასო კონსულტაციები.
2016 წლის 8-9 დეკემბერს თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი აბესაძე მიწვევით იმყოფებოდა თურქეთში, ოკანის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაზე.

წერილი ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტიდან

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge