სიახლეები

პირველ არხზე სამედიცინო თოქ-შოუ "პირადი ექიმი-მარი მალაზონია" 
გადაცემის თემა: ზაფხული და უხშირესი ტრავმები
გადაცემის სტუმრები არიან თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები: 
გიორგი ობგაიძე, ორთოპედ-ტრავმატოლოგი და ლევან ჩიკვატია, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მედიცინის დოქტორი

-46:49
2016 წლის 10 ივნისს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა გიორგი აბესაძემ და საზოგადოებრივი კოლეჯის "პანაცეა" დირექტორმა ბატონმა ვასილ კიკნაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თსსუ-ის კლინიკის გენერალური დირექტორის მ.შ. ბატონი გ.აბესაძე შეხვდა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ქალბატონ ქეთევან ბაკარაძესა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს იძულებით გაადგილებულ პირთა სამედიცინო უზრუნველყოფის გაუმჯობესების გზები, მათ შორის ჩვენი კლინიკის მონაწილეობით და თანადგომით. მინისტრმა დაათვალიერა კლინიკა და გაესაუბრა კლინიკური მიმართულებების ხელმძღვანელებს.. თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ყოველთვის მზად არის გაუწიოს თანადგომა იძულებით გადაადგილებულ პირებს.

2016 წლის 20 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი აბესაძემ და "ჯანმრთელობის ცენტრი"_ს დირექტორმა ლალი გუჯაბიძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფაში თანამშრომლის შესახებ.

2016 წლის 27 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია "საოფისე და ოპერაციული ჰისტერო-რეზექტოსკოპია თანამედროვე მედიცინაში".
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
დღეს 21 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ორგანიზებით გაიმართა დასუფთავების აქცია „შაბათობა“ კლინიკის ტერიტორიაზე. აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ექიმები. აქცია ჩატარდა მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით. აქცია მიიღებს პერმანენტულ ხასიათს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge