თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკამ “მედიცინის სამეფო საზოგადოების“ ექიმებს უმასპინძლა
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკამ “მედიცინის სამეფო საზოგადოების“ The Royal Society of Medicine (RSM) ექიმებს უმასპინძლა. ორგანიზაცია, რომლის დევიზია - უკეთესი ჯანრთელობა უკეთესი ცხოვრებისთვის - ბრიტანეთში დაარსდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მედიცინის 50-ზე მეტი სფეროს წამყვანი ექიმებითა და ექსპერტებით არის წარმოდგენილი. ორგანიზაციას პატრონაჟს უშაულოდ ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე უწევს.
თბილისში ვიზიტისას “მედიცინის სამეფო საზოგადოების“ ექიმები გაეცნენ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, მოინახულეს სამედიცინო დაწესებულებები და ესტუმრნენ თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას. შეხვდნენ კლინიკის გენერალურ დირექტორს ლევან რატიანს, კლინიკურ დირექტორს ლალი ტურძელაძეს და კლინიკის წამყვან სპეციალისტებს. დაათვალიერეს კლინიკის ყველა დეპარტამენტი, მოინახულეს რეანიმაციური განყოფილება, საოპერაციო ბლოკები, მეან განყოფილება და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართველი ექიმების პროფესიონალიზმით.
შეხვედრისას გაჩნდა ინიციატივა, რომ თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებთან ერთად დაიგეგმოს სამედიცინო კონფერენციები, სადაც მოხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
ვადიმ მირმილშტეინი,“მედიცინის სამეფო საზოგადოების“ (The Royal Society of Medicine (RSM) წევრი:
_ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ვიზიტი. ყველა დეპარტამენტი და განყოფილება უმაღლეს დონეზე მუშაობს. ძალიან დიდი პატივისცემა კლინიკის პერსონალს, თქვენ ნამდვილად პროფესიონალი ექიმები გყავთ. ქართული მედიცინა თავისი დონითა და პროფესიონალიზმით ძალიან გავს ავსტრალიურ მედიცინას. ამ ვიზიტის ფარგლებში ბევრი საინტერესო კონტაქტი შედგა. გვინდა ქართველი კოლეგების ჩართულობით დავგეგმოთ ერთობლივი პროექტები.