პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფექციური განყოფილება გაიხსნა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სიახლეა!

გაიხსნა ახალი განყოფილება ინფექციური დაავადებების მართვის მიმართულებით, თსსუ ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ბაზაზე ახალი  განყოფილება 14 საწოლზეა გათვლილი, განყოფილება აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარდებს, აღჭურვილია შესაბამისი ბოქსირებული და ნახევრად ბოქსირებული პალატებით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდით.

 შესაძლებელია ნებისმიერი ინფექციური დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა, ჩვენი პროფესიონალი სპეციალისტები მოგაწვდიან თანამედროვე, ეფექტურ, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობის მეთოდებს.

განყოფილება  შექმნის პროფესიული განვითარების პლატფორმას პერსონალისთვის, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და რეზიდენტებისთვის.